შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამია ორახელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქუთაისის გუბერნია, შორაპნის მაზრა. დაასრულა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე; 1903 წელს გადავიდა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში, რომელიც 1908 წელს დაამთავრა. 1903 წელს სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს; 1903-1905წწ რუსეთის რევოლუციის მონაწილე; 1906 წლის ზაფხულში სამკურნალოდ გაემგზავრა პარიზსა და ჟენევაში, დაბრუნების შემდეგ დააპატიმრეს ავლაბრის სტამბის საქმეზე; აკადემიის დასრულების შემდეგ მუშაობდა ექიმად კასპიისპირეთის ოლქში; თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო ვლადიკავკაზის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოების თავმჯდომარე და რსდმპ(ბ) კომიტეტის თავმჯდომარე; 1917 წლიდან 1920 წლის მაისამდე იყო რსდმპ(ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტისა და კავბიუროს წევრი; 1914-1917წწ. მოქმედი არმიის სამხედრო ექიმი; საქართველოს გასაბჭოების შემდეგ 1921-1922წწ. განათლების სახალხო კომისარი; 1921-1925წწ. საქართველოს რევკომის თავმჯდომარე, საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის ცკ-ის პირველი მდივანი, სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; სსრკ-ს ცკ-ის წევრობის კანდიდატი (1923-1926 წწ.); სკკპ ცკ-ის წევრი (1926-1934 წწ.); 1931-1932წწ. ასფსრ-ის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე; 1934-1937წწ. სკკპ-ის ცენტრალური სარევიზიო კომისიის წევრი და სსრკ-ის ცენტრალური აღმასკომის წევრი. 1937 წელს გარიცხეს პარტიიდან კონტრევოლუციური საქმიანობის გამო; აპრილში გადაასახლეს ასტრახანში; 26 ივნისს დააპატიმრეს; 11 დეკემბერს დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1955 წელს. ქართველი ბოლშევიკი და საბჭოთა პარტიული მოღვაწე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.553; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედიის პორტალი: ru.wikipedia.org ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |