The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამია ორახელაშვილი

მამია ორახელაშვილი
ოფიციალური სახელი:ივანე ორახელაშვილი
დაბადების თარიღი:29 მაისი, 1881
გარდაცვ. თარიღი:11 დეკემბერი, 1937  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქუთაისის გუბერნია, შორაპნის მაზრა.

დაასრულა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე; 1903 წელს გადავიდა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში, რომელიც 1908 წელს დაამთავრა.

1903 წელს სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს; 1903-1905წწ რუსეთის რევოლუციის მონაწილე; 1906 წლის ზაფხულში სამკურნალოდ გაემგზავრა პარიზსა და ჟენევაში, დაბრუნების შემდეგ დააპატიმრეს ავლაბრის სტამბის საქმეზე; აკადემიის დასრულების შემდეგ მუშაობდა ექიმად კასპიისპირეთის ოლქში; თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო ვლადიკავკაზის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოების თავმჯდომარე და რსდმპ(ბ) კომიტეტის თავმჯდომარე; 1917 წლიდან 1920 წლის მაისამდე იყო რსდმპ(ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტისა და კავბიუროს წევრი; 1914-1917წწ. მოქმედი არმიის სამხედრო ექიმი; საქართველოს გასაბჭოების შემდეგ 1921-1922წწ. განათლების სახალხო კომისარი; 1921-1925წწ. საქართველოს რევკომის თავმჯდომარე, საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის ცკ-ის პირველი მდივანი, სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; სსრკ-ს ცკ-ის წევრობის კანდიდატი (1923-1926 წწ.); სკკპ ცკ-ის წევრი (1926-1934 წწ.); 1931-1932წწ. ასფსრ-ის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე; 1934-1937წწ. სკკპ-ის ცენტრალური სარევიზიო კომისიის წევრი და სსრკ-ის ცენტრალური აღმასკომის წევრი. 1937 წელს გარიცხეს პარტიიდან კონტრევოლუციური საქმიანობის გამოაპრილში გადაასახლეს ასტრახანში; 26 ივნისს დააპატიმრეს; 11 დეკემბერს დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1955 წელს. ქართველი ბოლშევიკი და საბჭოთა პარტიული მოღვაწე.

ყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.553; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედიის პორტალი: ru.wikipedia.org

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია (რსდმპ) , წევრი (1903-)
  • საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, წევრი

გააზიარე: