შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ ორახელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩათლი, თურქმენეთის სსრ. დაამთავრა საშუალო სკოლა 1925 წელს და ჩააბარა უცხო ენების კურსებზე, რადგან 16 წლის ასაკში ინსტიტუტში არ მიიღეს; 1933 წელს დაამთავრა ნ. ბაუმანის სახელობის მოსკოვის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი. სწავლის პერიოდში მუშაობდა მხაზველად, დამხმარე მუშად, ზეინკლად შოკოლადის ფაბრიკაში; სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მოსკოვის მექანიკური ქარხნის საკონსტრუქტორო ბიუროში; ქარხნიდან ინჟინერების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა აშშ-ში კვალიფიკაციის ასამაღლებლად; მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, ქარხანასთან ერთად ევაკუირებული იყო ურალში, ქალაქ კატაისკში; 1943 წელს გამოიძახეს მოსკოვში ახალ ჰიდრომანქანათმშენებლობის ცენტრალურ საკონსტრუქტორო ბიუროში; 1954 წლიდან მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტის დოცენტი, ენერგომანქანათმშენებლობის კათედრის დეკანი; ამავე დროს მუშაობდა სსრკ ენერგეტიკის სამინისტროში; იყო ექსპერტი. ავტორია ასამდე სამეცნიერო ნაშრომისა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მეცნიერი ჰიდრომანქანათმშენებლობის დარგში. წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ru.wikipedia.org ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |