Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე ფანიანცი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი ნაფიცი ვექილის პროფესიით 1915 წელს. 1904 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1910-1913წწ. პოლიტიკური საბაბით - რსდმპ "ბოლშევიკების" ფრაქციის მოსკოვის ორგანიზაციის წევრობის გამო გადასახლებული იყო ვოლოგდის გუბერნიაში. 1915 წლიდან 1918 წლის აპრილამდე მუშაობდა მოსკოვში, სრულიად რუსეთის ერობების და ქალაქთა კავშირების არმიის მომარაგების კომიტეტში განყოფილების გამგედ. 1918 წლის ივნისიდან არჩეული იყო სოხუმის ქალაქის გამგეობის წევრად. 1919 წლის 12 მარტს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად; იყო თვითმმართველობისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების წევრი. 1919 წლის თებერვლიდან იყო თბილისის ქალაქის გამგეობის წევრი. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1921 წლის აპრილიდან ივნისამდე მუშაობდა საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს მომარაგების საბჭოს თავმჯდომარედ, 19 ივნისიდან საქართველოს სსრ ჯანმრთელობის სახალხო კომისარიატის საქმეთა მმართველად. 1937 წლის 14 ნოემბერს საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. "ტროიკა") მიუსაჯა 10 წლით გადასახლება შრომა-გასწორების კოლონიაში. შემდგომი ბედი უცნობია. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.386 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |