შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯიმშერ კოკაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ეშერა, სოხუმის რაიონი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1944 წელს. სწავლის პარალელურად 1943 წელს მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზდორპროექტში"; 1945 წელს მივლინებით გაგზავნილი იყო მე-12 საფრონტო ექსპედიციის შემადგენლობაში, ჩრდილოეთ კავკასიის და უკრაინის ფრონტებზე, ბრძოლების შედეგად განადგურებული ხიდების აღდგენითი სამუშაოების განსახორციელებლად; ორი წლის შემდეგ კვლავ საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზდორპროექტის" თბილისის ფილიალშია, სადაც გაიარა გზა ხელოვნური ნაგებობების განყოფილების რიგითი ინჟინრის თანამდებობიდან განყოფილების უფროსამდე; ამ პერიოდში მისი ავტორობით დაპროექტებულ იქნა მთელი რიგი საავტომობილო გზები და ხიდები მდინარეებზე ფსოუ, ბზიფი, კოდორი, ხობი, ტეხურა, ნოღელა, რიონი და დურუჯი; 1960-1963წწ. მივლინებულ იქნა ავღანეთში, სადაც უაღრესად რთულ ბუნებრივ-კლიმატურ პირობებში ასრულებდა "კუშკა-გერათი-ყანდაღარის" საავტომობილო გზის საძიებო-საპროექტო სამუშაოებს (220 კმ-იანი მონაკვეთი); 1971-1975წწ. იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველობის ჯერ რეფერენტი, შემდეგ კი მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების უფროსი; 1976-1988წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს კაპიტალური მშენებლობის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეა და კურირებს ჯანდაცვისა და განათლების სფეროს ობიექტების მშენებლობას; წლების განმავლობაში იყო თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატი; 1988-1999წწ. მუშაობდა ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროში მთავარ სპეციალისტად და მინისტრის პირველი მოადგილის მრჩევლად; დაჯილდოებული იყო საბრძოლო ორდენით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.317 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |