შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ამირეჯიბი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი საღოლაშენი, გორის მაზრა. იმდროინდელი ქართველი საზოგადოებისათვის ცნობილი ოჯახის შვილი იყო. სანქტ-პეტერბურგში მიიღო სამხედრო განათლება. 1917 წლამდე მსახურობდა მე-20 საარტილერიო ბრიგადაში. მონაწილეობდა (1914-1918) წლების პირველ მსოფლიო ომში. 1918-1919 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. ტუაფსეს აღებისათვის პოლკოვნიკ გიორგი ამირეჯიბს განსაკუთრებული დამსახურებისათვის, სამხედრო მინისტრის გრიგოლ გიორგაძის №3489 ბრძანებით მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.13
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |