The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლავრენტი ბალუაშვილი

ლავრენტი ბალუაშვილი
დაბადების თარიღი:6 თებერვალი, 1868
გარდაცვ. თარიღი:1919  (50 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

განათლება მიიღო ტფილისის სასულიერო სემინარიაში და ტფილისის ქვეითთა იუნკერთა სასწავლებელში. სამხედრო სამსახურში შევიდა 1890 წელს.

მსახურობდა ერევნის მე-13 ლაიბ-გრენადერთა პოლკში. მონაწილეობდა (1914-1918) წლების პირველ მსოფლიო ომში. 1917 წლის 16 აპრილს დაინიშნა სუვოროვის სახელის გრენადერთა 22-ე პოლკის მეთაურად. 1915 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და წმინდა გიორგის ოქროს იარაღი საბრძოლო დამსახურებისთვის. 1918-1919 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში, იყო მე-5 ქვეითი პოლკის მეთაური. 1919 წლის 17 ოქტომბერს დათხოვნილ იქნა თადარიგში.

წყარო:  სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.18

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1908 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1900 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი

გააზიარე: