The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ კოპალაძე

ზურაბ კოპალაძე
Date of birth:27 April, 1937
Date of death:26 September, 2023  (at 86 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1961 წელს.

1962-2003წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში", პროექტის მთავარ არქიტექტორად; 2003-2006წწ. საქაქრთველოს არქიტექტორთა კავშირთან არსებულ შპს "საქარქფონდში" პროექტის მთავარ არქიტექტორად; 2006 წლიდან სს "გორგასლის" მთავარი არქიტექტორია; პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე მონაწილეობდა სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების (საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, საერთო საცხოვრებელი და ა.შ.) არქიტექტურული ნაწილის პროექტირებაში; 1964 წელს მის ნამუშევართა შორისაა თბილისის რკინიგზის სადგურის რეკონსტრუქცია; 1965 წელს 280-ადგილიანი ტურბაზა ვარძიაში; 1970 წელს საცხოვრებელი სახლის პროექტი ენგურჰესზე; 1966 წელს გმირთა მოედნის რეკონსტრუქცია თბილისში; 1970 წელს თსუ-ს გენგეგმის პროექტი; 1985 წელს თსუ-ს ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკა (5 მლნ. ტომზე) 1980 წელს თსუ-ს დახურული მძლეოსნობის მანეჟი და სტადიონი; 1988 წელს ფეხბურთის მოყვარულთა კლუბი ვერის პარკში და მრავალი სხვა; დაჯილდოებულია არაერთი საკონკურსო პრემიით, ასევე, მინიჭებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოს ლაურეატის წოდება.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.318; საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ფეისბუქ გვერდი: m.facebook.comსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 168


Share: