შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაურ კოპალეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი იანეთი, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა ამიერკავკასიის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი საშენ მასალათა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1960 წელს. 1954-1956წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო რუსთავის ცემენტის ქარხანაში ტექნოლოგად; 1966-1971წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N5 მოძრავ-მექანიზებულ კოლონას; 1971-1979წწ. სამტრედიის საკოლმეურნეობათაშორისო სამშენებლო საბჭოს; 1979-1983წწ. სამტრედიის N1 მოძრავ-მექანიზებულ კოლონას; 1996 წლიდან შპს "ლიანდაგს"; მონაწილეობდა რუსთავის ცემენტის ქარხნის, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზის (თბილისში), "მარნეული-კაზრეთის" დამაკავშირებელი რკინიგზისა და სხვა სოციალურ-კულტურული და სამრეწველო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.319 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |