Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბიქტორ კოპალიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა მიმოსვლის გზათა ინჟინრის კვალიფიკაცია 1980 წელს. 1980 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო გზათა სამეცნიერო-კვლევით და საწარმოო-ტექნოლოგიურ კომპლექსურ ინსტიტუტ "საქგზამეცნიერებაში" ინჟინრად, უფროს ინჟინრად; 1990-1996წწ. "საქგზამეცნიერების" კომპლექსური ლაბორატორიის "გზასამკვლევის" უფროსი იყო; 1996 წლიდან "საქგზამეცნიერების" საგზაო-სატრანსპორტო პრობლემათა განყოფილების უფროსი; 1999 წლიდან "საქგზამეცნიერების"უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებლობის დარგში და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებატა კანდიდატის ხარისხი 1989 წელს. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.319
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |