The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანი ხუნდაძე

ნანი ხუნდაძე
დაბადების თარიღი:20 სექტემბერი, 1948  (75 წლის)
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მცხეთა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი და თსუ-ს ასპირანტურა საძიებო გეოფიზიკის სპეციალობით 1977 წელს.

1972-1975წწ. მუშაობდა საქნავთობ "გეოფიზიკის" კონსულტანტად; 1976-1985წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია–გეო­ლო­გიის ფაკულტეტის ძიების გეოფიზიკური მეთოდების კათედრის უმცროსი მეცნიერ–თა­ნა­მ­შრომელად; 1985-1992წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიური ფა­კულტეტის ნავთობისა და გაზის საბადოების ძიების და დამუშავების კათედრის დოცენტად; 1990-1992წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის  გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ; 1992 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ნავთობისა და გაზის საბადოების ძიებისა და დამუშავების კათედრის გამგედ; 2005-2006წწ. გაზის საერთაშორისო კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. 2006 წელს იყო "ყაზტრანსგაზ-თბილისი"–ს გენერალური დირექტორის მრჩეველი. 2006 წლიდან სამთო- გეოლოგიური ფაკულტეტის ნავთობისა და გაზის საბადოების ძიებისა და დამუშავების კათედრის სრული პროფესორია; 2007 წლიდან  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავება, ნავთობგაზსადენებისა და ნავთობგაზსაცავების ექსპლუატაციის მიმართულების ხელმძღვანელი და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილეა. 2002 წლიდან არის ჟურნალის "საქართველოს ნავთობი და გაზი" რედკოლეგიის წევრი. გამოქვეყნებული აქვს 55  სამეცნიერო შრომა, მათ შორის 4 სახელმძღვანელო. ინჟინერ-გეოლოგ-გეოფიზიკოსი. გეოლოგია-მინერალოგიის მეც­ნიერებათა კანდიდატი (1983).

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბ.,2008.- გვ. 214-215

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: