Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ადერკინ კოპლატაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1944 წელს. წლების განმავლობაში პარტიულ-სამეურნეო და საბჭოთა-პროფკავშირულ ორგანოებში ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობები; 1958-1960წწ. იყო საქართველოს კომპარტიის ბათუმის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივანი; 1960-1973წწ. პირველი მდივანი, აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "საქკურორტმშენის" უფროსი, მშენებლობის მინისტრის მოადგილე; ხელმძღვანელობდა მშენებლობისა და საშენი მრეწველობის მუშაკთა რესპულიკურ პროფკავშირულ კომიტეტს, არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტროს საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა გაერთიანება "საქმშენიმპექსს"; არჩეული იყო საქართველოს პენსიონერთა კავშირის კომიტეტის თავმჯდომარედ; იყო ბათუმის საქალაქო საბჭოსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არაერთი მოწვევის დეპუტატი; დაჯილდოებულია მედლებითა და საპატიო სიგელებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.319-320 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |