შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ კორძაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1964 წელს. მუშაობდა საქართველოს "მშენბანკში" ინჟინრად, საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქმშენსახპროექტის" კონსტრუქტორად, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N15 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილედ, სახელმწიფო სამრეწველო გაერთიანება "სამტრესტის" მმართველის მოადგილედ მშენებლობის დარგში, კვების მრეწველობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, საქართველოს "აგრომრეწვის" კაპიტალური მრეწველობის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ; იყო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მინისტრის მოადგილე, კონცერნ "საქეთერზეთების" ვიცე-პრეზიდენტი; მონაწილეობდა სოფლის მეურნეობისა და "სამტრესტის" არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტის, მათ შორის თერჯოლის მეღვინეობის კომპლექსის, ყვარლის, საგარეჯოს ღვინის, თბილისისა და ყვარლის კონიაკის ქარხნების მშენებლობაში; მისი მონაწილეობით აშენდა საცხოვრებელი დასახლებები სტიქიით დაზარალებულთათვის მესხეთ-ჯავახეთში და შიდა ქართლში; მინიჭებული აქვს საქართველოს რაციონალიზატორის წოდება კარდენახის ღვინის ქარხნის წყალმომარაგებისა და "კარდენახი-ხირსის" წყალსადენის მშენებლობაზე განხორციელებული ტექნიკური გადაწყვეტებისთვის. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.320-321 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |