Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოლღა ხუციშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთვრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის ფაკულტეტი 1991 წელს და ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა 1995 წელს. 1995-2003წწ. მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრაზე ინჟინერ-პროგრამისტად, 2003-2005წწ. ამავე კათედრაზე დოცენტის თანამდებობა ეკავა. 2003 წელს იყო პრეზიდენტის სტიპენდიანტი. 2006 წლიდან არის ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პარალელურად, 2013 წლიდან კითხულობს ლექციებს საქართველოს უნივერსიტეტში. ო. ხუციშვილს გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო სტატია, ორი მონოგრაფია და რამდენიმე სახელმძღვანელო. აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის მართვის განყოფილების მრჩეველი. ინჟინერ-პროგრამისტი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (2001). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სიმეტრიის პრინციპი ოპტიმალური მართვის თეორიაში". წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბ.,2008.- გვ. 215-216 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |