The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ორბელი

დაბადების თარიღი:10??
გარდაცვ. თარიღი:11??
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

XII საუკუნის I ნახევრის ქართველი მოღვაწე, ქართულ წყაროებში მოხსენიებული პირველი ორველი. ორბელმა სხვებთან ერთად მხედრული სიმარჯვითა და მოხერხებით 1110 თურქებს წაართვა მნიშვნელოვანი ციხე-ქალაქი სამშვილდე, რის შემდეგ თურქებმა უბრძოლველად დატოვეს ქვემო ქართლის დიდი ნაწილი. სტეფანოს ორბელის ცნობით, 1128 წელს ორბელისა და მისი შვილის სუმბატის სარდლობით ქართველებმა აიღეს ქ. ხუნანი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.554


გააზიარე: