შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლიპარიტ სუმბატის ძე ორბელი![]()
ბიოგრაფიაXII საუკუნის ქართველი ფეოდალი, პოლიტიკური მოღვაწე, ჯერ ამილახორი, შემდეგ ქართლის ერისთავი გიორგი III-ის დროს. ამირსპასალარ ივანე ორბელის ძმა. აქტიურად მონაწილეობდა დემნა (დემეტრე) უფლისწულის გასამეფებლად მოწყობილ დიდებულთა აჯანყებაში, რომელსაც ორბელები ედგნენ სათავეში. აჯანყებულებმა ორბელი თავისი შვილებით აზერბაიჯანში ათაბაგთან გაგზავნეს დახმარების სათხოვნელად. იგი ირანელთა დიდი ჯარით წამოვიდა, მაგრამ აჯანყებულები დახმარების მიღებამდე დამარცხდნენ. ორბელი უკუიქცა. ამის შემდეგ სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა და ათაბაგის კარზე გარდაიცვალა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.555
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |