The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სუმბატ ივანეს ძე ორბელი

დაბადების თარიღი:10??
გარდაცვ. თარიღი:11??
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

XII საუკუნის I ნახევრის ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს ამირსპასალარი. ივანე ორბელის ძე და ივანე ორბელის მამა. სტეფანოს ორბელიანის ცნობით, სუმბატისა და მისი მამის ივანეს სარდლობით ქართველებმა 1128 წელს აიღეს ქალაქი ხუნანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მაჰმადიანთა ხელში იყო. სიცოცხლის ბოლო წლები ბეთანიის მონასტერში გაატარა ბერ სიმონის სახელით (სუმბატ სჳმონქმნილი). სომეხი ისტორიკოსი ვარდანი სუმბატსა და მის ძეს ივანეს ბრალად სდებს გიორგი უფლისწულთან შეთანხმებით მეფე დავით V-ის მკვლელობას.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.555


გააზიარე: