Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი გორდელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1940 წელს. 1968 წლიდან იქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1944 წლიდან. იყო ნაყოფიერი გრაფიკოს-ილუსტრატორი, გამომცემლობა "სახელგამის" (1933–1968) და "ნაკადულის" (1968–1970) მთავარი მხატვარი. მხატვრულად გააფორმა წიგნები: "დედაენა" (1955), გ. ჩუბინაშვილის "ქართული ოქრომჭედლობა" (ალბომი), "ვეფხისტყაოსნის დასურათება" (ორ წიგნად), ა. ანტონოვსკაიას "დიდი მოურავი", დ. გურამიშვილის "დავითიანი", რ. დანიბეგაშვილის "თვრამეტი წელი აზიის ქვეყნებში", მ. ჯავახიშვილის "არსენა მარაბდელი", ა. ფურცელაძის "მაცი ხვიტია", ზღაპარი "ნაცარქექია" და სხვ. წარმატებით მუშაობდა დაზგურ გრაფიკასა და ფერწერაში. შექმნა ისტორიულ პირთა პორტრეტები. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: "ჭიდაობა ანანურში" (1957), "ცხრა ძმა ხერხეულიძე" (1964), "დავით აღმაშენებელი" (1980), "მეფე ერეკლე II" (1982), "თამარ მეფე ვარძიაში" (1987) და სხვ. საერთო აღიარება მოიპოვა მხატვრის მიერ შექმნილმა პლაკატებმა: "ტელეხედვა სვანეთში", "ოცნება და სინამდვილე", "ტყე ჩვენი სიმდიდრეა" და სხვ. გიორგი გორდელაძე წლების მანძილზე მუშაობდა ქართულ შრიფტზე. ავტორია ქართული, რუსული და ლათინური შრიფტის ორიგინალური ნიმუშებისა. პროფესორი (1988), გრაფიკოსი. წყარო: საქართველო : ენციკლოპედია, ტ. 2.-თბ., 2012.-გვ.107-108 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |