შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ასათ გრიგოლისძე![]()
ბიოგრაფიაასათ გრიგოლისძე, ჰერეთის ერისთავი XII საუკუნის 80-იან წლებში. ერისთავობა წაართვა საღირ კოლონკელისძეს. 1186–1187 წლებში იყო "არიშიანის ადგილის" მფლობელი, ანუ აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მონაპირე (სასაზღვრო მხარის გამგებელი). მისი ინიციატივით მოეწყო დიდი ლაშქრობა სელჩუკიანი თურქების წინააღმდეგ რანსა (განძის ქვემოთ ბელაქნამდე) და მდინარე არაქსის აუზში. წყარო: საქართველო : ენციკლოპედია: georgianencyclopedia.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |