შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფრანც გრილპარცერი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ვენა, ავსტრია. ვენის მეცნიერებათა აკადემიამ 1875 წელს დააარსა ფრანც გრილპარცერის სახელობის პრემია; 1890 წელს შეიქმნა "გრილპარცერის საზოგადოება". მისი მსოფლიოში გახმაურებული ტრაგედიებიდან ჩვენთვის საყურადღებოა: "ოქროს საწმისი" (1818–1821), რომელიც შედგება 3 ნაწილისაგან: "კეთილი სტუმარი", "არგონავტები" და "მედეა". პიესა დაწერილია თავისუფალი ლექსით. ტრილოგიაში მწერალმა წინ წამოსწია თქმულებები არგონავტებზე, მითები და ლეგენდები ოქროს საწმისზე, ისტორიულ-მითოლოგიური ამბები კოლხეთის შესახებ. პიესა მრავალჯერ დაიდგა სხვადასხვა ქვეყნის თეატრების სცენაზე. მისი პრემიერა შედგა ვენაში 1821 წლის 25 მარტს და ავტორს დიდი პოპულარობა მოუტანა. XX საუკუნის 20-იანი წლებიდან ეს პიესა ხშირად იდგმებოდა გერმანულენოვანი ქვეყნების თეატრებში. 1864 წელს აირჩიეს ვენის საპატიო მოქალაქედ (1864), ვენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1859), ლაიფციგის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ავსტრიელი მწერალი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: georgianencyclopedia.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |