შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გუარამი![]()
ბიოგრაფიაქართლის პირველი ერისმთავარი (VI საუკუნის 70–80-იანი წლები). არსებობს მოსაზრება, რომ გუარამი უნდა იყოს VI საუკუნის 70-იან წლებში ირანის წინააღმდეგ აჯანყებული ქართლის მეთაური გურგენი. ჯუანშერის ცნობით, გუარამი იყო ვახტანგ გორგასლის შვილიშვილი დედის მხრიდან. მას ქართლის ერისთავების თხოვნით ბიზანტიის კეისარმა კურაპალატობა უბოძა და ქართლის მეფედ დანიშნა. "მოქცევაი ქართლისაის" ცნობით, გუარამი ქართლის ერისთავებმა აირჩიეს ერისმთავრად. სუმბატ დავითის ძე გვარამს ქართველ ბაგრატიონთა მამამთავრად მიიჩნევს. წყაროების საერთო მოწმობით, გვარამმა საფუძველი ჩაუყარა მცხეთის ჯვრის ტაძარს. წყარო: საქარტველო: ენციკლოპედია: georgianencyclopedia.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |