შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ორბელიანი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა პაჟთა კორპუსი. ოფიცრის წოდებით სამსახური დაიწყო ლეიბ-გვარდიის გუსართა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში 1877-1878წწ. ავღანელებთან რუსული ჯარის გამარჯვების შემდეგ, მიავლინეს კასპიისპირეთის მხარეში; 1885-1886წწ. მონაწილეობდა რუსეთ-ავღანეთის გამმიჯნავ კომისიაში; 1898-1899წწ. რუსეთის სამხედრო წარმომადგენლის სახით მივლინებული იყო ინდოეთში ინგლის-ინდოეთის ჯარების მანევრებზე; 1904 წელს მიანიჭეს გენერალ-მაიორის წოდება და გადასცეს ოქროს ხმალი "მამაცობისთვის", დანიშნეს კავკასიის ცხენოსანთა ბრიგადის მეთაურად; მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში 1904-1905წწ; 1910 წელს მიანიჭეს გენერალ-ლეიტენანტის წოდება და დანიშნეს კასპიისპირეთის ცხენოსანთა ბრიგადის უფროსად; 1913 წელს რეზერვში ჩარიცხეს; პირველი მსოფლიო ომის დროს აგრძელებდა სამსახურს.თეტრი არწივის ორდენის მფლობელი (1915), 1921 წლიდან იმყოფებოდა ემიგრაციაში აშშ-ში. რუსეთის არმიის გენერალი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: "ივერიელი": dspace.nplg.gov.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |