The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე გუდოვიჩი

ივანე გუდოვიჩი
დაბადების თარიღი:1741
გარდაცვ. თარიღი:იანვარი, 1820  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ოლგოპოლი, ბერშადის რაიონი, ვინიცის ოლქი, უკრაინა.

კავკასიის მთავარმმართველი 1806–1809 წლებში. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ფელდმარშალი (1807), გრაფი (1797). 1759 წლიდან სამხედრო სამსახურში იყო. თავი გამოიჩინა რუსეთ-ოსმალეთის 1768–1774 წლების ომში. რუსეთ-ოსმალეთის 1787–1791 წლების ომის დროს ხელმძღვანელობდა ჰაჯიბეის (ახლანდელი ოდესა) აღებას, 1791 წელს იერიშით აიღო ანაპა, რის შემდეგ კავკასიის ხაზის სარდლად დანიშნეს. ამ პოსტზე მას ურთიერთობა ჰქონდა ერეკლე II-თან და საკმაოდ ორჭოფულ პოლიტიკას ატარებდა საქართველოს მიმართ აღა-მაჰმად-ხანის ლაშქრობის წინა პერიოდში. მართალია, მას ერეკლე II-თვის ჯარის უნებართვოდ გამოგზავნის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ უტაქტობით, ერეკლეს შვილიშვილების ცნობით კი–ანგარებით, დასაზვერად გამოგზავნილ ირანის ელჩებს გააგებინა, რომ რუსეთი საქართველოსათვის ჯარის მიშველებას არ აპირებდა, რამაც აღა-მაჰმად-ხანს გზა გაუხსნა სამოქმედოდ. 1800 წელს პავლე I-მა გუდოვიჩი სამხედრო საქმეს ჩამოაშორა. 1806 წელს ალექსანდრე I-მა გუდოვიჩი ჯარების მთავარსარდლად დანიშნა კავკასიაში. ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის გასატარებლად დაიპყრო ბაქოს, შაქისა და დარუბანდის სახანოები. 1807 წელს ოსმალთა არმია დაამარცხა არფაჩაისთან, მაგრამ ვერ აიღო ახალქალაქი (1807) და ერევანი (1808). 1809–1812 წლებში დაინიშნა მთავარსარდლად მოსკოვში, გახდა სახელმწიფო საბჭოს წევრი, სენატორი. 1812 თებერვალში თანამდებობიდან გადადგა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: georgianencyclopedia.ge


გააზიარე: