შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიკოლა გულაკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ზოლოტონოშის რაიონი, პოლტავის გუბერნია (ახლანდელი ჩერკასის ოლქი). დაამთავრა დერპტის (ტარტუს უნივერსიტეტი) უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იყო ერთ-ერთი ფუძემდებელი კირილე და მეთოდეს საზოგადოებისა, რომელიც მიზნად ისახავდა ბატონყმობის დამხობას, სლავი ხალხების განთავისუფლებას ჩაგვრისა და დესპოტიზმისაგან, სლავური დემოკრატიულ-ფედერალური რესპუბლიკის შექმნას. გულაკი, როგორც საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და ხელმძღვანელი, 1847 წელს დააპატიმრეს. გადაასახლეს პერმში. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას რუსეთის სხვადასხვა ქალაქში. 1863 წელს მასწავლებლად გადმოიყვანეს ქუთაისის, ხოლო 1867 წელს – თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში. გაზეთებში: "კავკაზი", "ნოვოე ობოზრენიე", "ობზორი" და სხვ. აქვეყნებდა წერილებს ქართველოლოგიის საკითხებზე. აღსანიშნავია მიკოლა გილაკის რეცენზიები ფ. ალტერის წიგნზე – "ქართული ლიტერატურის შესახებ" (1798)(გაზ. "კავკაზი", 1882, №271–272), ი. ჭავჭავაძისა და პ. უმიკაშვილის "ვისრამიანის" ქართული გამოცემის (გაზ. "კავკაზი", 1885, №216), "ვეფხისტყაოსნის" არტურ ლაისტისეული გერმანული თარგმანის თაობაზე (გაზ. "ნოვოე ობოზრენიე", 1891, 2. V). განსაკუთრებით საინტერესოა მისი ნაშრომი "ვეფხისტყაოსნის" შესახებ. ამ გამოკვლევაში ორიგინალურად არის გაშუქებული პოემის იდეები და სახეები, განსაზღვრულია მისი ადგილი მსოფლიო ლიერატურის საგანძურში და მოცემულია საინტერესო მსჯელობა ქართული ლექსის ბუნების შესახებ. გულაკი ავტორია ლინგვისტური გამოკვლევისა - "ქართული ენის ადგილი ინდოევროპულ ენათა ოჯახში". უკრაინელი მეცნიერი, პედაგოგი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. წყარო: საქართველო : ენციკლოპედია: georgianencyclopedia.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |