The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიკოლა გულაკი

მიკოლა გულაკი
Date of birth:1822
Date of death:26 May, 1899  (at 77 years)
Category:Educator, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ზოლოტონოშის რაიონი, პოლტავის გუბერნია (ახლანდელი ჩერკასის ოლქი).

დაამთავრა დერპტის (ტარტუს უნივერსიტეტი) უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

იყო ერთ-ერთი ფუძემდებელი კირილე და მეთოდეს საზოგადოებისა, რომელიც მიზნად ისახავდა ბატონყმობის დამხობას, სლავი ხალხების განთავისუფლებას ჩაგვრისა და დესპოტიზმისაგან, სლავური დემოკრატიულ-ფედერალური რესპუბლიკის შექმნას. გულაკი, როგორც საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და ხელმძღვანელი, 1847 წელს დააპატიმრეს. გადაასახლეს პერმში. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას რუსეთის სხვადასხვა ქალაქში. 1863 წელს მასწავლებლად გადმოიყვანეს ქუთაისის, ხოლო 1867 წელს – თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში. გაზეთებში: "კავკაზი", "ნოვოე ობოზრენიე", "ობზორი" და სხვ. აქვეყნებდა წერილებს ქართველოლოგიის საკითხებზე. აღსანიშნავია მიკოლა გილაკის რეცენზიები ფ. ალტერის წიგნზე – "ქართული ლიტერატურის შესახებ" (1798)(გაზ. "კავკაზი", 1882, №271–272), ი. ჭავჭავაძისა და პ. უმიკაშვილის "ვისრამიანის" ქართული გამოცემის (გაზ. "კავკაზი", 1885, №216), "ვეფხისტყაოსნის" არტურ ლაისტისეული გერმანული თარგმანის თაობაზე (გაზ. "ნოვოე ობოზრენიე", 1891, 2. V). განსაკუთრებით საინტერესოა მისი ნაშრომი "ვეფხისტყაოსნის" შესახებ. ამ გამოკვლევაში ორიგინალურად არის გაშუქებული პოემის იდეები და სახეები, განსაზღვრულია მისი ადგილი მსოფლიო ლიერატურის საგანძურში და მოცემულია საინტერესო მსჯელობა ქართული ლექსის ბუნების შესახებ. გულაკი ავტორია ლინგვისტური გამოკვლევისა - "ქართული ენის ადგილი ინდოევროპულ ენათა ოჯახში". უკრაინელი მეცნიერი, პედაგოგი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. 

წყარო: საქართველო : ენციკლოპედია: georgianencyclopedia.ge

Bibliography


Share: