The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ორბელიანი

დაბადების თარიღი:1700  (324 წლის)
გარდაცვ. თარიღი:17??
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

ქართველი მწერალი, სახელმწიფო მოღვაწე, ერეკლე II-ის პირველი ცოლის - ქეთევანის მამა.

1735 წლიდან იყო ჯერ მოსკოვში, შემდეგ პეტერბურგში; 1738 წელს დაბრუნდა საქართველოში. რუსეთში ყოფნისას დაწერა თავისი პირველი თხზულება - მოგზაურობის ჟანრის "პეტერგოფის აღწერა", რომელშიც გადმოსცა რუსეთის მეფეთა საგაზაფხულო რეზიდენციის ნახვით გამოწვეული შთაბეჭდილებანი. წერდა ლექსებს, ანბანთქებებს. ვახტანგ VI-ის კვინკლოსისთვის შეადგინა "კვინკლოსით სარგესლობის წესი".

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.557


გააზიარე: