The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ქარუმიძე

შალვა ქარუმიძე
დაბადების თარიღი:1887
გარდაცვ. თარიღი:1 მარტი, 1952  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. ბერნი
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი თორტიზა, გორის მაზრა. 

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი 1912 წელს.

1913 წელს აირჩიეს საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების გამგეობის წევრად. 1914 წელს "ამიერკავკასიის მომხმარებელ საზოგადოებათა კავშირის" პირველმა ყრილობამ აირჩია საბჭოს წევრად, სადაც პირველ პერიოდში ასრულებდა მდივნის მოვალეობას. პირველი მსოფლიო ომის წლებში იყო "საქართველოს განმთავისუფლებელი კომიტეტის" ადგილობრივი განყოფილების დამაარსებელი და აქტიური წევრი-მოკავშირე; მისი ფუნქცია იყო მეზობელ ერებთან კავშირის დამყარება; დაჯილდოვდა თამარ მეფის ორდენით. 1915 წელს საქველმოქმედო საზოგადოებამ რწმუნებულად დანიშნა ხევსურეთის საქმეებში. იყო გაზეთების - "კლდის", "საქართველოს" და "ქართული გაზეთის" (ბერლინი) თანამშრომელი. 1917 წელს იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი კომიტეტის წევრი. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. იყო მეცხვარეთა კოოპერატიული ამხანაგობის "მწყემსის" გამგეობის თავმჯდომარე. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1918 წლის შემოდგომაზე, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში მომხდარი განხეთქილების შემდეგ გახდა "ეროვნული პარტიის" ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1920 წლის მაისში, დამატებითი არჩევნების შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს მიწის მესაკუთრეთა ეროვნული პარტიის სიით; იყო ტექნიკური კომისიის წევრი. 1934 წელს ბერლინში ქართულ და ჩრდილოკავკასიურ პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად დაარსა ნაციონალისტური მიმართულების ორგანიზაცია "კავკაზი"; გამოსცემდა გაზეთ "კლდეს". 

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.400

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1920-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: