შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ევგენი კოშელნიკოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამშენებლო ნაკეთობების ტექნოლოგიის სპეციალობით 1966 წელს. 1958-1967წწ. მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკის ს/კ ინსტიტუტის ნაგებობათა დინამიკის ლაბორატორიაში; 1967-1969წწ. საპროექტო ორგანიზაცია "ვოენპროექტში"; 1969 წლიდან კ. ქუთათელაძის სახელობის საშენ მასალათა ს/კ ინსტიტუტ "საქსაშენმეცნიერების" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და სწავლული მდივანია; ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის საშენი მასალებისა და ნაკეთობების ტესტირების ლაბორატორიას; როგორც მეცნიერ-მკვლევარი, წლების განმავლობაში მუშაობდა ჰიდრო და თბოენერგოსადგურების სათანადო აგრეგატების საძირკვლების დინამიური საიმედობის დადგენაზე; აქტიურად მონაწილეობდა თბილისსა და ტაშკენტში სამხედრო დანიშნულების ნაგებობათა კომპლექსების პროექტირებაში; არის 65 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი და სახელმძღვანელო უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლებისთვის, რომელიც გამოცემულია საბჭოთა კავშირის მასშტაბით და საზღვარგარეთის ქვეყნებში. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.322 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |