The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ჭუბაბრია

ზურაბ ჭუბაბრია
დაბადების თარიღი:24 სექტემბერი, 1947
გარდაცვ. თარიღი:4 აგვისტო, 2008  (60 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:მწერალი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1970 წელს.

1970-1972 წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანაშემწე; 1972-1973 წწ. კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე; 1973-2005 წწ. საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიის რედაქტორი, უფროსი რედაქტორი, მთავარი რედაქტორი; ავტორია დოკუმენტური ფილმების სცენარებისა: "ელისო ვირსალაძე" (1973), "წიგნი უპირველესი" (ეძღვნება დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, პედაგოგის, განმანათებლის, იაკობ გოგებაშვილის "დედა ენის" 100 წლისთავს, 1977), "კინემანოგრაფი" (1979), "ვიქტორ დოლიძე" - 100 (1991), "ხელოვანი" (ეძღვნება დიდ ქართველ მწერალს, კონსტანტინე გამსახურდიას), "მარშალი გელოვანი" (ეძღვნება საბჭოთა სამხედრო მშენებლობის ისტორიაში საინჟინრო ჯარების პირველ მარშალ - არჩილ გელოვანს). მისი მოთხრობები იბეჭდებოდა ჟურნალ "ცისკარში": "კონცერტი", "კატის კნუტი", "ფერად ტელევიზორთან"(ცისკარი,  1975, N4, გვ.65-74), "ვარიაციები კლასიკოსის თემაზე", "რაიონული ცენტრი", "პანტიკო", "მთვრალები" (ცისკარი, 1992, N7, გვ.10-18), "ეშმაკა", "გაყიდული ხატი", "ამხანაგი დავითი" (ცისკარი, 1997, N7, გვ.31-40), "იქ, ჩემს ქალაქში" (ცისკარი, 1999, N8, გვ.18-27), "სახლი საქვაბის ჩიხში"- ნაწყვეტი რომანიდან (ცისკარი, 2003, N5-6, გვ.65-69); ავტორია რომანისა: "ბრწყინვალე ჩონჩხები". სცენარისტი.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინომატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა კავშირი, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: