შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ კრავცოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სპეციალობით 1942 წელს. 1938-1956წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის", "ხრამჰესმშენის" სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, მთავარ ინჟინრად; 1956-1993წწ. სამშენებლო სამონტაჟო ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" განყოფილების უფროსად, უბნის მთავარ ინჟინრად, საშენ მასალათა კომბინატის მთავარ ტექნოლოგად; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი "ხრამჰესის", კავკასიის ფრონტის საფორტიფიკაციო ობიექტების (სამამულო ომის დროს), მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების და სამრეწველო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; იყო მრავალი ორდენისა და მედლის კავალერი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.324 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |