The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ სულაქველიძე

ვახტანგ სულაქველიძე
Date of birth:25 April, 1917
Date of death:30 April, 1984  (at 67 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1938-1939 წლებში კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრთან არსებულ სტუდიაში სწავლობდა. 1942 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი და იმავე წელს მარჯანიშვილის თეატრში მიიწვიეს მსახიობად.

1945 წელს კი შოთა რუსთაველის სახ. თეატრში მოღვაწეობდა. 1947 წელს მას იწვევენ სამუშაოდ  თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში რეჟისორად და პედაგოგად. აქ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ნ. ნაკაშიძის "კოტეს დანაშაული", გ. შატბერაშვილის "იავნანამ რა ჰქმნა?" (ი. გოგებაშვილის მიხედვით), ს. მიხალკოვის "წითელი ყელსახვევი", და "შინ დაბრუნება მინდა", ა. ბრუნშტეინის "ცისფერი და ვარდისფერი". ვ. სულაქველიძე სახასიათო როლების შესანიშნავი შემსრულებელი მსახიობი იყო. მისი სცენური სახეებიდან აღსანიშნავია: არტემ ივანიჩი (ავქ. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), გრუმიო (უ. შექსპირის "ჭირვეული ცოლის მორჯულება"), პეტრე ურცხვაძე (ლ. არდაზიანის "სოლომონ ისაკიჩ მეჯღუანაშვილი"), კორნელი კვინტრაძე (ვ. კანდელაკის "სარეველა"), არქიპო (ი. ვაკელის "საქმიანი კაცი"), ფეოდოროვი (მ. მრევლიშვილის "ნიკოლოზ ბარათაშვილი"), კირილე (ირ. ჭავჭანიძის "თბილისელი ქალიშვილები"), პოლაზოვი (ვ. მალიარევსკის "ქარიშხლის წინ"), დიტო (ვ. როზოვი "ხალისიანი მეგობრები"), პანტალონე (კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური"), არსენიო (ჯ. ფლეჩერის "ესპანელი მღვდელი") და სხვა. ვ. სულაქველიძემ ქართულ კინოშიც შეიტანა თავისი წვლილი: მუსიკოსი ("თოჯინები იცინიან"), ორკესტრის ხელმძღვანელი ("მე, ბებია, ილიკო და ილარიონი") და სხვა. განსაკუთრებული  წარმატება ხვდა წილად მის აბესალომს ირ. კვირიკაძის ფილმში "ქვევრი".

წყარო: ხელოვნების კალენდარი კინო, მუსიკა, თეატრი. -თბ., 1992.- გვ.55-56; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.44

Awards and Honors

  • 1961 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: