შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინა ჯავახიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1974 წელს და მოსკოვის საინჟინრო სამშენებლო ინსტიტუტის ასპირანტურა 1980 წელს. 1974-1985წწ. მუშაობდა სამეცნიერო ტექნიკურ გაერთიანება "საქსაშენმასალებიში"- ლაბორანტად, ინჟინრად, უმცროს და უფროს მეცნიერ-მუშაკად. 1977-1980წწ. სწავლობდა მოსკოვის სამშენებლო საინჟინრო ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1985-1991წწ. მუშაობდა საქართველოს კომუნისტური პარტიის თბილისის ვაკის რაიონულ კომიტეტში. 1991 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში იკავებს, ჯერ დოცენტის, შემდეგ კი ასოცირებული პროფესორის თანამდებობებს. 2003-2008წწ. იყო სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. არის 48-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი: აქედან 5 სახელმძღვანელო სამშენებლო წარმოების ტექნოლოგიის სტუდენტებისათვის, 1 მეთოდური მითითებებისა და 5 საავტორო მოწმობის ავტორი. მიღებული მაქვს მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციებში. მინიჭებული აქვს აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერთიფიკატი. სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობისთვის მიღებული აქვს საპატიო სიგელები და ფულადი ჯილდოები. ინჟინერ-მშენებელი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი(1983). წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბ.,2008.- გვ. 217-218; უმაღლესი სასწავლებელი "განათლების აკადემიის" ვებგვერდი: acad.edu.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |