The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან მაღალაშვილი

ლევან მაღალაშვილი
დაბადების თარიღი:10 აგვისტო, 1879
გარდაცვ. თარიღი:22 აგვისტო, 1926  (47 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. მიუნხენი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტფილისი.

განათლება მიიღო პაჟთა კორპუსში.

მსახურობდა თერგის კაზაკთა ჯარის ვლადიკავკაზ-სუნჟას 1-ლ პოლკში. 1917 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და დაინიშნა თათართა ცხენოსანი პოლკის მეთაურად. რუსეთ-იაპონიისა (1904-1905) და (1914-1918) წლების პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. მეთურობდა თათართა დივიზიას (ხალხში ცნობილია როგორც "ველური დივიზია"), რომელიც შამქორში აწარმოებდა სისხლისმღვრელ ბრძოლებს ბოლშევიკების წინააღმდეგ. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო და წასულიყო ემიგრაციაში. გარდაიცვალა ქ. მიუნხენის სანატორიუმში ჭლექისგან. ქართველი გენერალ-ლეიტენანტი (1919).

სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.37

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1915 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (მახვილებითა და ბაფთით)

გააზიარე: