Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან მაღალაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. განათლება მიიღო პაჟთა კორპუსში. მსახურობდა თერგის კაზაკთა ჯარის ვლადიკავკაზ-სუნჟას 1-ლ პოლკში. 1917 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და დაინიშნა თათართა ცხენოსანი პოლკის მეთაურად. რუსეთ-იაპონიისა (1904-1905) და (1914-1918) წლების პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. მეთურობდა თათართა დივიზიას (ხალხში ცნობილია როგორც "ველური დივიზია"), რომელიც შამქორში აწარმოებდა სისხლისმღვრელ ბრძოლებს ბოლშევიკების წინააღმდეგ. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო და წასულიყო ემიგრაციაში. გარდაიცვალა ქ. მიუნხენის სანატორიუმში ჭლექისგან. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ქართველი გენერალ-ლეიტენანტი (1919). სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.37; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 584 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |