The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ოშკელი

დაბადების თარიღი:9??
გარდაცვ. თარიღი:9??
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი

ბიოგრაფია

ზედწოდების მიხედვით ივარაუდება, რომ უნდა ყოფილიყო ოშკის ერთ-ერთი მოღვაწე. ეფრემ მცირეს ხელახლა უთარგმნია გრიგოლ ოშკელის მიერ სომხურიდან თარგმნილი თხზულება "ევნომიანოსთა მიმართ და ღმრთისმეტყუელებისათვის", რომლის მინაწერში ვკითხულობთ: "ლოცვა ყავთ, წმიდანო და ქრისტეს მოყუარენო, ეფრემისათვის თარგმანისა, რომლისა მიერ მეორედ ითარგმნა ესე საკითხავი, რამეთუ ნეტარისა გრიგოლ ოშკელისა მიერ სომხურისაგან თარგმნილი ესოდენ ვპოვე" (ხელნაწ. ეროვნ. ცენტრი, A–292). ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ ნუსხაში (A– 87) დაცულია თხზულება, რომლის მთარგმნელი გრიგოლ ოშკელად მოიხსენიება: "საკითხავი სამხილებელი არიანოსთა და ევნომიანოსთა ბოროტად უწესოებისაი, რომელნი იგი მოსწრაფე იყვნეს წვალებისაებრ თვსისა ცთომილად ღმრთისმეტყუელებად და წინაშე ურწმუნოთა საშჯელსა ჰყოფდეს მართლმადიდებელთა თანა და უღირსთა და ჭაბუკთა კაცთა მღდელად და ეპისკოპოსად ქელთა დაასხმიდეს და სხუასა მრავალსა უწესოებასა იქმოდეს, რომელთაცა ამხილა წმიდამან გრიგოლი". კორნელი კეკელიძის აზრით, გრიგოლ ოშკელის თარგმნილი უნდა იყოს ამავე ნუსხაში დაცული გრიგოლ ღვთისმეტყველის კიდევ ერთი თხზულება – "ქებაი და შესხმაი ნეტარისა კესარიოს ძმისა თვისისაი, რომელი ესე თქუა ჟამსა მიცვალებისა მისისა". X საუკუნის მწიგნობარი, მთარგმნელი.

წყარო:საქართველო: ენციკლოპედია: georgianencyclopedia.ge


გააზიარე: