The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაალ ორბელიანი

დაბადების თარიღი:1738
გარდაცვ. თარიღი:1808  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

თოფანქჩიაღასი (მეთოფეთა უფროსი) 1760-იან წლებში. ერეკლე II-ის ახლო თანამებრძოლი. აქტიურად მონაწილეობდა ასპინძის ბრძოლაში (1770). გამარჯვების შემდეგ ერეკლე II-მ ტყვეები, ნადავლი და დროშები ორბელიანის ხელით გაუგზავნა რუსეთის იმპერატორს. რუსეთში ორბელიანმა ვახტანგ VI-ის ჩამომავლებთან გააბა საიდუმლო კავშირი ერეკლე II-ის წინააღმდეგ. 1771 წელს იგი უკვე საქართველოში იყო და შეთქმულებას ამზადებდა ერეკლეს წინააღმდეგ, 1772 წელს შეთქმულება გამომჟღავნდა. შეთქმულები დააპატიმრეს. ორბელიანი ახალციხის საფაშოში გაიქცა, შემდეგ უკან დაბრუნდა და დააპატიმრეს 1775 წლის ბოლოს. ერეკლე II-მ აპატია დანაშაული და პატიმრობიდან გაათავისუფლა. ცოლად ჰყავდა სოფიო, იესე ქსნის ერისთავის ასული (1738–1802).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.557; საქართველოს თავად-აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro/ge


გააზიარე: