The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაალ-ზოსიმე ორბელიანი

დაბადების თარიღი:1660  (364 წლის)
გარდაცვ. თარიღი:17??
კატეგორია:კალიგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ტანძია, ახლანდელი ბოლნისის რაიონი.

ქართველი მწიგნობარ-კალიგრაფი, სულხან-საბა ორბელიანის ძმა. მასთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა ქართლის პოლიტიკურ ცხოვრებაში. იყო გიორგი XI-ის მომხრეთა ბანაკში. 1699 წელს ბერად აღიკვეცა ზოსიმეს სახელით. ვახტანგ VI-ის გამგებლობის პერიოდში (1703-1712) ნაყოფიერ კულტურულ-ლიტერატურულ მუშაობას ეწეოდა. 1724 წელს ვახტანგს გაჰყვა რუსეთში. მოსკოვში ცხოვრობდა დარეჯან ბაგრატიონის სასახლეში (ვსესვიატსკოეში). ორბელიანმა დიდი დახმარება გაუწია სულხან-საბა ორბელიანს "ქართულ ლექსიკონზე" მუშაობის დროს: რამდენიმე ხელნაწერი თვითონ დაამზადა, ზოგიერთი ნუსხა გადაწერა ძმასთან ერთად. 1720 წელს გადანუსხა "ლოცვა განზრახვათათვის" (ხელნაწერი H-770, ხელნაწერთა ინსტიტუტი), 1729 წელს - სულხან-საბა ორბელიანის ქადაგებათა კრებული "სწავლა-მოძღვრებანი" (ხელნაწერი A-479, ხელნაწერთა ინსტიტუტი) და სხვა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.557



გააზიარე: