The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია ორბელიანი

ილია ორბელიანი
დაბადების თარიღი:10 დეკემბერი, 1818
გარდაცვ. თარიღი:20 დეკემბერი, 1853  (35 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი 1851 წლიდან. სამხედრო სამსახური დაიწყო ქართულ გრენადერთა პოლკში იუნკრად 1832 წელს; 1838 წლიდან ოფიცერი; 1832 წლიდან მონაწილეობდა ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში; 1842 წელს ტყვედ ჩაუვარდა შამილს; ტყვეობაში იმყოფებოდა რვა თვე; 1851-1853წწ. იყო ქართველ გრენადერთა პოლკის მეთაური; ყირიმის ომის (1853-1856) დროს ამიერკავკასიის ფრონტზე იბრძოდა. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ბაინდურისა და ბაშკადიკლარის ბრძოლებში. ბაშკადიკლართან სასიკვდილოდ დაიჭრა. ცოლად ჰყავდა ბარბარე, ილია ბატონიშვილის ასული (1831-1884).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.558

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1853 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1845 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
  • 1842 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი

გააზიარე: