The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლი (გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი)

გრიგოლი
Legal name:გრიგოლ დადიანი
Date of birth:1824
Date of death:12 October, 1907  (at 83 years)
Burial location:ჭყონდიდის საკათედრო ტაძარი, მარტვილი
Category:Religious leader

Biography

 დაბადების ადგილი: სოფელი ქვიშხორი, მაშინდელი ქუთაისის გუბერია.

პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, სწავლა გააგრძელა ნახარებაოს ღვთისმშობლის მონასტერში, სადაც ზედმიწევნით შეისწავლა საღმრთო წერილი, გალობა, ტიპიკონი. შემდეგ სწავლობდა სამეგრელოს სამაზრო სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში.

1845 წლის 1 იანვარს იგი მორჩილად გაამწესეს, 1849 წლის აპრილში კი ბერად აღიკვეცა. 1850 წლის იანვარში თავისივე თხოვნით თბილისის ფერისცვალების მონასტერში გადაიყვანეს, 1852 წელს კი ეგზარქოსმა ისიდორემ მღვდელმონაზვნად აკურთხა. 1857 წელს იგი სოხუმის საკათედრო ტაძრის მღვდელმონაზვნად გაამწესეს, 1858–1862 წწ. ბიჭვინთის, შემდეგ აბჟუას ოლქის მთავარხუცესი იყო; 1862 წელს კი სოხუმის საკათედრო ტაძრის იღუმენად დანიშნეს. 1879წ. 28 ივლისიდან დავით-გარეჯის მონასტრის წინამძღვარი გახდა. 1886წ. რუსეთის სინოდის გადაწყვეტილებით, ეპისკოპოსის ხარისხი მიანიჭეს და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსად აკურთხეს, იგი გამუდმებით ზრუნავდა თავის ეპარქიაში სასულიერო განათლების სრულყოფაზე, ამ მიზნით სოფელ ბანძაში გახსნა 2-წლიანი სამრევლო სკოლა. გრიგოლი წინ აღუდგა რუსეთის რეაქციულ პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოსგან სამეგრელოს ჩამოშორებას. კავკასიის სასწავლო ოლქის ზედამხედველის, იანოვსკის მითითებით მეგრულად ითარგმნა ლოცვები, ასევე განზრახული იყო სკოლებში მეგრულად სწავლების შემოღება. გრიგოლმა რამდენიმე სხდომა ჩაატარა ამ განზრახვის წინააღმდეგ, იქაურ სამღვდელოებას და საზოგადოებას განუმარტავდა ამ პოლიტიკის მზაკვრობას. მეუფე გრიგოლისა და იქაური მრევლის წინააღმდეგობის გამო ხელისუფლებამ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, მაგრამ გრიგოლი არასაიმედო პიროვნებად მიიჩნია, ეპარქია ჩამოართვა და საცხოვრებლად თავდაპირველად გელათის, შემდეგ კი მარტვილის მონასტერი მიუჩინა. ერისკაცობაში–გიორგი ელიზბარის ძე დადიანი. სასულიერო მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.153; georgianencyclopedia.ge

Member of Organizations

  • საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორი, წევრი (1875-)

Share: