The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამუკა ორბელიანი

მამუკა ორბელიანი
ოფიციალური სახელი:მაკარ ორბელიანი
დაბადების თარიღი:1800
გარდაცვ. თარიღი:10 ნოემბერი, 1871  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

სამხედრო სამსახური დაიწყო ერევნის კარაბინერთა ლეგიონში 1816 წელს. 1822 წლიდან მონაწილეობდა ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში, რუსეთ-ირანის (1826-1828) და რუსეთ-ოსმალეთის (1828-1829) ომებში. თავი გამოიჩინა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხისა და აწყურის ბრძოლებში. 1837 წელს დაჯილდოვდა ოქროს ხმილით წარწერით "მამაცობისთვის". 1853-1856 წწ. ყირიმის ომის დროს ჯერ ამიერკავკასიის ფრონტზე იბრძოდა ი. ორბელიანის რაზმში, 1855 წლიდან კი ყირიმის ფრონტზე, სადაც მეთაურობდა ჯერ პარტიზანთა, შემდეგ კი საგანგებო "მფრინავ რაზმს". მიღებული აქვს ოქროს ხმალი წარწერით "მამაცობისთვის" (1837). რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.558

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1936 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1853 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1848 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
  • 1835 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1827 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი ( ბანტით)
  • 1820 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი

გააზიარე: