The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივეტ გრიმო

ივეტ გრიმო
დაბადების თარიღი:1920
გარდაცვ. თარიღი:19 თებერვალი, 2012  (92 წლის ასაკში)
კატეგორია:ეთნოლოგი, მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ალჟირი.

დაამთავრა პარიზის კონსერვატორია.

ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ლიონისა და პარიზის კონსერვატორიებში. იყო პ. ბულეზის ნაწარმოების პირველი შემსრულებელი. როგორც ეთნომუსიკოლოგი, იწერდა და იკვლევდა სხვადასხვა ხალხის (ბუშმენების, პიგმეების, კაბილიელი და ალჟირელი ბერბერების, ირანელების, იაპონელების და სხვ.) ფოლკლორს. დაინტერესებული იყო ქართული ხალხური მუსიკით. 1967 წელს ჩამოვიდა საქართველოში და გრიგოლ ჩხიკვაძესთან ერთად მოიარა საქართველოს მრავალი კუთხე, ჩაიწერა 350 ხალხური სიმღერა. 1989 წელს ამ საექსპედიციო მასალის ნაწილი პარიზში გამოსცა დისკის სახით (Géorgien. Chants de travail, chants religieux). 60–80-იან წწ. გამოაქვეყნა სტატიები პარიზის ქართველოლოგიურ ჟურნალში "ბედი ქართლისა" (სვანური სიმღერების, ქართლ-კახური "ოროველას", შრომის სიმღერებისა და, ზოგადად, ქართული ხალხური და სასულიერო მუსიკის შესახებ). ფრანგი კომპოზიტორი, პიანისტი და ეთნომუსიკოლოგი, ქართული მუსიკისა და ფოლკლორის მკვლევარი. 

წყარო:საქართველო : ენციკლოპედია: georgianencyclopedia.ge


გააზიარე: