შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერობ გრიჩი![]()
ბიოგრაფიაპირადად შეესწრო აღა-მაჰმად-ხანის თავდასხმას თბილისზე (1795) და თვითმხილველის შთაბეჭდილებით გადმოგვცა საქართველოს დედაქალაქში დატრიალებული ტრაგედია. მისი სიტყვებით, "ამ ბრძოლის ნახვა ერთ რამედ ღირდა. ხმლისა და ფარის შეჯახების ქუხილი მთებს გადასწვდა, ხმლის ჟღრიალმა იქაურობა გააყრუა, არ წყდებოდა ქვემეხთა გუგუნი, რომელიც ისართა შხუილს ახშობდა..." და სხვ. ავტორის მიხედვით, მტრის სიმრავლემ თავისი გაიტანა. სპარსელები შეიჭრნენ ქალაქში, "აივსნენ ძვირფასი თვლებითა და თვალმარგალიტით"... მოსახლეობის ნაწილი გაწყვიტეს, ნაწილი ტყვედ წაასხეს. ქრისტიანებზე მეტად თავისივე სარწმუნოებისანი ტანჯეს. კავკასიის მთებში გაქცეულ ლტოლვილებს, ვინც განსაცდელს გადაურჩა, გზაში ავაზაკები წამოეწივნენ და გაძარცვეს. სპარსელთა საჭურისი ხანი ექვსი დღის შემდეგ გაეცალა ქალაქს. სომეხი ავტორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: georgianencyclopedia.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |