შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გერასიმე შევჩუკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. მიიღო საშინაო განათლება. შემდგომ სწავლობდა ტფილისის სამოქალაქო სკოლის მე-3 განყოფილებაში. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1910-იან წლებში მუშაობდა ტფილისის ტრამვაიში; იყო ტრამვაის მუშებს შორის არსებული სოციალ-დემოკრატიული პარტიის უჯრედის მდივანი. 1917 წლისათვის მუშაობდა ტფილისის ტრამვაის მუშათა პროფკავშირის საბჭოს სამდივნოში. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო შრომის კომისიის წევრი. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში. შემდგომი ბედი უცნობია. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.418 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |