The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეონ შენგელაია

ლეონ შენგელაია
ოფიციალური სახელი:ლეონიდე შენგელაია
სხვა სახელი:ლეო შენგელაია
დაბადების თარიღი:1887
გარდაცვ. თარიღი:3 ოქტომბერი, 1937  (50 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ობუჯი, ზუგდიდის მაზრა. 

დაამთავრა იურდიული ფაკულტეტი (უნივერსიტეტი გაურკვეველია). 

რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიაში მუშაობდა 1908 წლიდან. 1917 წელს სხვა ამხანაგებთან ერთად დაარსა "თავისუფალი გიმნაზია", რომლის გამგედაც თავად მუშაობდა. 1917 წლიდან იყო სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ცენტრალური ორგანოს "შრომის" რედაქტორი; აქვეყნებდა ნაშრომებს აგრარულ საკითხებზე. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად; იყო შრომის, აგრარული და სარეკომენდაციო კომისიების წევრი; ხელმძღვანელობდა ესერთა ფრაქციას. 1922 წლიდან რედაქტორობდა განახლებულ პარტიულ ბეჭდვით გამოცემა "შრომას". დააპატიმრეს 1937 წლის 22 ივლისს, ესერთა ანტისაბჭოთა კონტრევოლუციური ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ბრალდებით. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ დახვრეტის განაჩენი გამოუტანა 1937 წლის 2 ოქტომბერს. დახვრიტეს 3 ოქტომბრის ღამით. რეაბილიტირებულია საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს კოლეგიის მიერ 1957 წლის 8 თებერვალს.

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.418; archive.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)

გააზიარე: