შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ევგრაფ გრუზინოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ნოვოჩერკასკი, რუსეთი. რუსეთის სამეფო კარზე დაწინაურებული სამხედრო მოღვაწე, წარმოშობით ქართველი, რომან ნამჩევაძის შვილიშვილი. თავი გამოიჩინა 1788–1790 წწ. რუსეთ-შვედეთის ომსა და პოლონეთის 1794–1796 წწ. კამპანიაში. 1796 წელს დაავალეს კაზაკთა ლაიბგვარდიის პოლკის დაკომპლექტება (პოლკის პირველი მეთაური თვითონ იყო). 1797 წელს მიანიჭეს გვარდიის პოლკოვნიკის წოდება. ერთხანს იმპერატორ პავლე I-ის ნდობით სარგებლობდა, მაგრამ 1798 წელს აპრილში იმავე იმპერატორის ბრძანებით დააპატიმრეს და რეველის ციხეში ჩასვეს, შემდეგ ჩერკასკში გადაასახლეს. 1800 წელს 5 სექტემბერს, სპეციალური სამხედრო სასამართლოს განაჩენით, სიკვდილით დასაჯეს. ვარაუდობენ, რომ ევგრაფი გრუზინოვის დევნასა და სიკვდილით დასჯას პოლიტიკური მოტივი ედო საფუძვლად. ა. სუვოროვის სამხედრო სკოლის ტრადიციებზე აღზრდილი გრუზინოვი სხვა მოწინავე ოფიცრებთან ერთად აშკარად გამოთქვამდა უკმაყოფილებას სუვოროვის სამხედრო და პოლიტიკური ასპარეზიდან ჩამოცილების გამო. გრუზინოვისა და მის თანამოაზრეთა პოლიტიკური პლატფორმა მიზნად ისახავდა რუსეთში არსებული წყობილების დამხობას. მათი აზრით, მართვა-გამგეობა "სახალხო სენატს" უნდა აეღო ხელში, მომავალი საზოგადოების ცხოვრებას კი საფუძვლად უნდა დასდებოდა "ბრძნული კანონმდებლობა", რომლის წინაშე ყველა მოქალაქე თანასწორუფლებიანი იქნებოდა. გრუზინოვი მაღალ შეფასებას აძლევდა ე. პუგაჩოვსა და მის მოძრაობას. დაჯილდოებული იყო უმაღლესი სამხედრო ორდენებით. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |