შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არეთა ლოლუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხორში, სენაკის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებლი 1909 წელს. მუშაობდა ქუთაისის ქალაქის სამართველოში. 1910-1911წწ. სეზოინში თბილისის თეატრში მიიწვიეს მსახიობად. პროფესიულ თეატრში პირველად მან შეასრულა სონა (ნ. შიუკაშვილის "სიმახინჯე"). სხვადასხვა წლებში მუშაობდა ჭიათურის (1911-12, 1913-14,1924-28), თბილისის (1920-22, 1914-15), ქუთაისის (1915-19, 1922-23),თბილისის მოძრავ სატირულ, თელავის, ლანჩხუთის, სენაკის (1945-1950) თეატრებში. ა. ლოლუა ითვლებოდა წამყვან მსახიობად, ძირითადად დრამატული ხასიათის როლებს ასრულებდა, სახასიათო როლებში განსაკუთრებით ეხერხებოდა მოზარდ ქალ-ვაჟთა განსახიერება, ამიტომ საჭიროების დროს ასეთ როლებს მას აკისრებდნენ. სულ 200-ზე მეტი როლი შეასრულა, მათ შორის: დედოფალი (ვ. ყიფიანი "სამეგრელოს მთავარი ლევან"), ირინე, ნატალია (დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება", "დარისპანის გასაჭირი"), ელიკო, ციცინათელა (ნ. შიუკაშვილის "მეგობრობა", "ციცინათელა"), ქეთევანი (დ. ერისთავის "სამშობლო"), ლაურენსია (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო") და სხვა. 1922-1923წწ. სეზონიდან დაიწყო რეჟისორობა და სხვადასხვა თეატრში განახორციელა მთელი რიგი დადგმები. მათ შორის: ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი", ბ. ბალაშანის "მწვანე ველი", ო. ბალზაკის "პროვინციული ისტორია", დაწერა "თეატრალური მოგონებები", რომელიც ცალკე წიგნად გამოიცა 1954 წელს. წყარო: ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო -თბ., -1992 - გვ.65-66; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.133 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |