The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არეთა ლოლუა

არეთა ლოლუა
Date of birth:13 May, 1892
Date of death:1955  (at 62 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Actor/Actress, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხორში, სენაკის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებლი 1909 წელს.

მუშაობდა ქუთაისის ქალაქის სამართველოში. 1910-1911წწ. სეზოინში თბილისის თეატრში მიიწვიეს მსახიობად. პროფესიულ თეატრში პირველად მან შეასრულა სონა (ნ. შიუკაშვილის "სიმახინჯე"). სხვადასხვა წლებში მუშაობდა  ჭიათურის (1911-12, 1913-14,1924-28), თბილისის (1920-22, 1914-15), ქუთაისის (1915-19, 1922-23),თბილისის მოძრავ სატირულ, თელავის, ლანჩხუთის, სენაკის (1945-1950) თეატრებში. ა. ლოლუა ითვლებოდა წამყვან მსახიობად, ძირითადად დრამატული ხასიათის როლებს ასრულებდა, სახასიათო როლებში განსაკუთრებით ეხერხებოდა მოზარდ ქალ-ვაჟთა განსახიერება, ამიტომ საჭიროების დროს ასეთ როლებს მას აკისრებდნენ. სულ 200-ზე მეტი როლი შეასრულა, მათ შორის: დედოფალი (ვ. ყიფიანი "სამეგრელოს მთავარი ლევან"), ირინე, ნატალია (დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება", "დარისპანის გასაჭირი"), ელიკო, ციცინათელა (ნ. შიუკაშვილის "მეგობრობა", "ციცინათელა"), ქეთევანი (დ. ერისთავის "სამშობლო"), ლაურენსია (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო") და სხვა. 1922-1923წწ. სეზონიდან დაიწყო რეჟისორობა და  სხვადასხვა თეატრში განახორციელა მთელი რიგი დადგმები. მათ შორის: ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო  დამნაშავენი", ბ. ბალაშანის "მწვანე ველი", ო. ბალზაკის "პროვინციული ისტორია",  დაწერა "თეატრალური მოგონებები", რომელიც ცალკე წიგნად გამოიცა 1954 წელს.

წყარო: ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო -თბ., -1992 - გვ.65-66; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.133

Awards and Honors

  • 1940 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: