შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე გრუზინოვი![]()
ბიოგრაფიარუსეთის სამეფო კარზე დაწინაურებული სამხედრო მოღვაწე, ევგრაფი გრუზინოვის უმცროსი ძმა, წარმოშობით ქართველი, რომან ნამჩევაძის შვილიშვილი. კაზაკთა ლაიბგვარდიის პოლკოვნიკი. თავი გამოიჩინა ოჩაკოვისა და რიმნიკის ბრძოლების დროს, რისთვისაც დააჯილდოვეს წმინდა გიორგის ჯვრითა და ოქროს ჯვრით. მონაწილეობდა პოლონეთის 1794–1796 კამპანიაში. 1798 წელს აპრილში დააპატიმრეს და ძმასთან, ევგრაფთან, ერთად გადაასახლეს ჩერკასკში. 1800 წელს 27 ოქტომბერს სიკვდილით დასაჯეს რამდენიმე კაზაკ ოფიცერთან ერთად. წყარო: საქართველო : ენციკლოპედია: georgianencyclopedia.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |