The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე გრუზინოვი

დაბადების თარიღი:1772
გარდაცვ. თარიღი:27 ოქტომბერი, 1800  (28 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

რუსეთის სამეფო კარზე დაწინაურებული სამხედრო მოღვაწე, ევგრაფი გრუზინოვის უმცროსი ძმა, წარმოშობით ქართველი, რომან ნამჩევაძის შვილიშვილი. კაზაკთა ლაიბგვარდიის პოლკოვნიკი. თავი გამოიჩინა ოჩაკოვისა და რიმნიკის ბრძოლების დროს, რისთვისაც დააჯილდოვეს წმინდა გიორგის ჯვრითა და ოქროს ჯვრით. მონაწილეობდა პოლონეთის 1794–1796 კამპანიაში. 1798 წელს აპრილში დააპატიმრეს და ძმასთან, ევგრაფთან, ერთად გადაასახლეს ჩერკასკში. 1800 წელს 27 ოქტომბერს სიკვდილით დასაჯეს რამდენიმე კაზაკ ოფიცერთან ერთად.

წყარო: საქართველო : ენციკლოპედია: georgianencyclopedia.ge


გააზიარე: