The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვარლამ ჩხიკვაძე

დაბადების თარიღი:18 მაისი, 1892
გარდაცვ. თარიღი:1966  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

სწავლობდა ქუთაისის საქალაქო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია. 16 წლისა მუშაობას იწყებს ქუთაისის თეატრში სტატისტად, შემდეგ ასრულებდა ეპიზოდურ როლებს მასობრივ სცენებში. მოგვიანებით ჩაირიცხა ქუთაისის თეატრის დასში და 1925 წლამდე იყო მსახიობად. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ფოთის (1925-1927), ჭიათურის (1927-1928), ქუთაისის (1928-1931, 1932-1935), ბათუმის (1931-1932), ხაშურის (1935-1936), თელავის (1937-1938), თეატრებში. 1938 წელს კვლავ ქუთაისის თეატრში მიიწვიეს მსახიობად. მის მიერ როლებიდან აღსანიშნავია: გივი, რევაზ ბებურიშვილი (აკ. წერეთლის "პატარა კახი"), სიმონ ლიონიძე (დ. ერისთავის "სამშობლო"), სიკო (ნ. ნაკაშიძის "ვინ არის დამნაშავე"), პაპუნა პინტრიშაძე (შ. დადიანის "გუშინდელნი"), შაჰ-აბასი (ი. შანშიაშვილის "გიორგი სააკაძე"), ესტევანი (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"), პოლონიუსი, გლოსტერი (უ. შექსპირის "ჰამლეტი", "მეფე ლირი"), მაქსიმილიან მოორი (ფ. შილერის "ყაჩაღები"), დე სილვა (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა") და სხვა.

წყარო: ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო -თბ., -1992 - გვ.67

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1940 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: